"ოცნების" ლიდერებმა ტრაგედიას გადარჩენილი 3 წლის თაია მოინახულეს (ვიდეო)

20.11.26 12:58
"ოცნების" ლიდერებმა ტრაგედიას გადარჩენილი 3 წლის თაია მოინახულეს (ვიდეო)

 

 

ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და მიხეილ სარჯველაძემ ტრაგედიას გადარჩენილი 3 წლის და 9 თვის თაია მოინახულეს - "ოცნების" ლიდერები ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდნენ. 

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.