"ქუჩური გარჩევა ხომ არ არის? ბრალდებებს მტკიცებულებით უნდა გაეცეს პასუხი" - სხდომიდან გაძევებული ზაზა ბიბილაშვილის კომენტარი

20.11.26 15:51
"ქუჩური გარჩევა ხომ არ არის? ბრალდებებს მტკიცებულებით უნდა გაეცეს პასუხი" - სხდომიდან გაძევებული ზაზა ბიბილაშვილის კომენტარი

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გაძევებულმა ზაზა ბიბილაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა - როგორც ენმ-ს წევრი ამბობს, მოსარჩელე მხარე ბრალდებებს შესაბამისი მტკიცებულებით არ და ვერ სცემს პასუხს. 

ბიბილაშვილის თქმით, ამით საკონსტიტუციო სასამართლომ გამოტოვა როგორც მტკიცებულებათა გამოკვლევის, ისე გამოქვეყნების ეტაპი. 

"გამოქვეყნების ეტაპი იმიტომ გამოტოვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ მაშინ იძულებული იქნებოდა ეთქვა, რომ საქმეში არის ერთი "მტკიცებულება" - ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნა" - ამბობს ბიბილაშვილი. 

„საუბარია იმაზე, რომ თუ საქმეში არის პირობითად, ვიმეორებ, 100 მტკიცებულება, მაშინ 100-ვე ხომ უნდა გავიაროთ. ეს ხომ არ არის რაღაც, ან თუნდაც სატელევიზიო დებატი ან რაღაც ქუჩური გარჩევა, რომ აი რაღაც საბითუმოდ წარადგინონ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი, ხო? დიახ, ყველა ბრალდებას შესაბამის მტკიცებულების დონეზე უნდა გაეცეს პასუხი და ამის საშუალება სასამართლოს მიერ არ გვეძლევა. ეს ერთი.

მეორე, საქმეც იმაშია და სასამართლომ იმიტომ გამოტოვა მტკიცებულებათა გამოქვეყნება... ისევ ვიმეორებ, გამოკვლევის კი არა, გამოქვეყნების ეტაპი — გამოკვლევისაც გამოტოვა, იმიტომ რომ თქვა, რომ გამოკვლევასო კითხვა-პასუხის ეტაპზე გავაკეთებო. მაგრამ გამოქვეყნების ეტაპი იმიტომ გამოტოვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ მაშინ იძულებული იქნებოდა ეთქვა, რომ საქმეში არის ერთი "მტკიცებულება" ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ხოლო თუ ამბობენ, რომ ბევრია მტკიცებულება, მაშინ რატომ არ წარადგინეს ეს მტკიცებულებები სასამართლოში ცალკე, რომ ყველა მათგანი ინდივიდუალურად გაგვებათილებინა. ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა და ზუსტად ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების შებღალვა“ - ამბობს ზაა ბიბილაშვილი. 

მსგავსი სიახლეები