ექსკლუზივი - "პირველებმა" მკვლელობაში ბრალდებული გელა არობელიძის იზოლატორში გადაყვანის კადრები გადაიღო
"პირველების" ექსკლუზიური კადრები - TV პირველის კამერამ დააფიქსირა, როგორ გამოიყვანეს კლინიკიდან მკვლელობაში ბრალდებული, 60 წლის გელა არობელიძე.
ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე მიიყვანეს.
კადრში ჩანს, რომ მამაკაცს ხელი შეხვეული აქვს, რაც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თავადაც დაჭრილი იყო და ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
არობელიძეს ვაკეში, პენსიონერის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობას ედავებიან.
უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი, რადგან დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
- არობელიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ თამარ მერლანი ამბობს, რომ გელა არობელიძე წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ, თუმცა გამოძიების ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას.
დეტალებთან დაკავშირებით თავს შევიკავებ განმარტებების გაკეთებისგან, თუმცა ეს დაზიანებები მიღებული აქვს, სამწუხაროდ, გარდაცვლილის მიერ.
კონფლიქტთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს, ნაცნობობაც არ ჰქონიათ მათ, დიდი ხნის ნაცნობობა არ... არ მაქვს ეს ინფორმაცია. დუმილის უფლებას იყენებს ბრალდებული, შესაბამისად, სანამ თვითონ არ მისცემს გამოძიებას ოფიციალურ ჩვენებას, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას კონკრეტული დეტალების შესახებ ვისაუბრო.
არ ვიცი ჯერ რა აღკვეთის ღონისძიებით შედის ბრალდება, რა შუამდგომლობით, თუმცა სწორი პოზიცია არის ის, რომ რადგანაც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ, არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს მის მიმართ გამოყენებული"- თქვა ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.