ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ერ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა და პოსტს ფაქტის ამსახველი ფოტოც დაურთო.
ქუთაისში ამ წამს ჩემი სახლის წინ კორპუსი აფეთქდა !
ეს რა ჯოჯოხეთი გვჭირს?, - დაწერა სოციალურ ქსელში ადგილობრივმა.
კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირით "სოკარ გაზი" ამარაგებდა. კომპანიაში "პირველებს" უთხრეს, რომ მიზეზებს ადგენენ. წინასწარი ინფორმაციით კი ბინაში გაზი ჟონავდა.