ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ, რომელიც მდინარაძის ახლო მეგობარი იყო, პოსტი დატოვა

21.11.26 15:49
ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილემ, რომელიც მდინარაძის ახლო მეგობარი იყო, პოსტი დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გიორგი გელაშვილი ამ უწყებაში პირველი მოადგილე იყო. გელაშვილი მამუკა მდინარაძის უახლოესი გარემოცვის წევრია. ისინი ერთად იურიდიული მომსახურების კომპანიასაც ფლობდნენ. 

"ტვ პირველის" შაბათის ეთერი მაყურებელს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ უყვებოდა, რომ მამუკა მდინარაძის ახალი კომპანიის დაფუძნების დროს დოკუმენტები სწორედ გიორგი გელაშვილის სიძემ მოამზადა. ავთანდილ კუნჭულია მანამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

"პირველები" ცდილობს, დააზუსტოს გელაშვილის გადადგომის მიზეზები.

ინფორმაცია გაახლდება.

მსგავსი სიახლეები