ინტერვიუ მეხანძრე-მაშველთან, რომელმაც ნანგრევებში 3 წლის თაია იპოვა
"შაბათის ეთერმა" ჩაწერა ინტერვიუ 34 წლის მეხანძრე მაშველთან, რომლის ხელებმაც 24 საათის წინ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში სამი წლის თაია იპოვა - ჩამოშლილი შენობის კედლებში მოყოლილებიდან ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი.
34 წლის გაგა გიგაშვილი მთელმა ქვეყანამ 19 ნოემბერს გაიცნო. საღამოს 17:00 საათი ხდებოდა, როცა ეკრანებთან მიჯაჭულმა ადამიანებმა დაინახეს, რომ სამაშველო კიბეზე მდგარ კაცს ხელში ბავშვი ეჭირა.
რამდენიმე წამში გავრცელდა პირველი კადრები ნანგრევებადქცეული შენობიდან და პირველი რეაქცია მაშველების, რომლებაც პირველი გამარჯვება მოიპოვეს -და გაგა გიგაშვილის ხმა "შენ გენაცვალე ძია".
"შაბათის ეთერმა" მეხანძრე მაშველს ჰკითხა, რა ხდებოდა იმ მომენტში მის თავს და რას გრძნობდა:
ძალიან რთული სიტუაცია დაგვხდა. 5 სართულიანი შენობა ჩამოშლილი იყო. მზიდი კედლები აღარ იყო. იყო ნგრევის საფრთხე. შეველას ისინი ითხოვნენ რომლებიც ჩაკეტილები იყვნენ და ვერ აღებდნენ კარებს.
თაია მეორე სართულზე იყო, ზემოდან ეყარა სამი სართულის ნანგრევები. ხის მასალებში იყო მოყოლილი. როცა მე და ჩემი ჯგუფი შევედით თაიას ფეხი დავინახე. მას ხელი რომ მოვკიდე, ფეხი გაამოძრავა მაშინ მიხვდით, რომ ცოცხალი იყო. შემდეგ მყისიერად გავაგრძელეთ გამოყვანის ოპერაცია. როცა სხეულს ვათავისუფლებდით, თაიას მარცხენა ხელი ჰქონდა შეკრული. ხელი რომ გავაშლევინე, სათამაშო თმის სამაგრი ეჭირა ხელში. არ უშვებდა ხელს, ალბათ აიმედებდა. არ ვიცი რას ფიქრობდა. გამოვართვი. მერე დავუბრუნე რა თქმა უნდა . მერე ხელი ჩავჭიდე და ვთხოვე ხელი მოეჭიდა ჩემთვის და ხელი მომიჭირა. ამით მიხვდი, რომ კონტაქტური იყო.
პასუხს ვერ მცემდა, პირზე ჰქონდა ე.წ სავარძლის უკანა მხარე მიდებყკუ. მხოლოდ ცხვირიდან სუნთქვამდა. ვერ ყვიროდა, ვერ ტიროდა. პირი რომ გავუსუნთქვე, მერე უკვე ტირილი დაიწყო. ამით ის დავასკვენით რომ ენერგიაზეც იყო. ამის შემდეგ გამოვიყვანეთ და გადავეცით სასწრაფოს ბრიგადას. ვეხვეოდით ერთმანეთს. ვტიროდით. ვულოცავდით ერთამენთს იქ მყოფი მეხანძრე-მაშველები. ვყიროდით, რომ პატარა თაიას სიცოცხლე გადავარჩიენთ. შოკი გვქონდა... იქვე იყო თაიას მამა, ამბობდა, რომ ცოლი და ერთი შვილი იყო იყო კიდევ ნანგრევებში, ძალიან ნერვიულობდა.
როდესაც მისი ფეხი დავინახეთ, უკვე 20 წუთში თაია გამოვიყვანეთ", - ეუბნება "შაბათის ეთერს" გაგა გიგაშვილი.
გაგას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბავშვებმა პრაქტიკულად მთელი ღამე გაათენეს, რომ სახლში დაბრუნებული მამა ენახათ. ევა, რომელიც 10 წლის არის, ბოლო ორი დღეა სადაც მივა მამაზე ელაპარკებიან, სკოლაშიც ყველამ იცის, რომ მისი მამა გმირია.
დამრიგებელი მოვიდა ტირილით. გამიყვანეს. მამიკოს კადრებს უყურებდნენ. ამიხსნა რა ხდებოდა. იცოდა რომ მამაჩემი იყო. ხო ნამდვილად მამაჩემი არისთქო ბუთარი, მთელი კლასი ამბობდა რომ ევას მამა გმირიაო. დილით რომ ვნახე სახლში, სიტყვები არ მყოფნიდა. ძაან მიხაროდა. ისინი მოვუყევი რაც სკოლაში მოხდა. ყველა მამაზე რომ ლაპარაკობდა", - ეუბნება "შაბათის ეთერს" გმირი მაშველის შვილი.
ევას ინტერვიუს დროს მამა თავჩახრილი იდგა - თქვა, რომ მარტო არ უმუშავია, მის გვერდით და მის უკან გამბედავი, უშიშარი და მებრძოლი ადამიანების გუნდი იდგა, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად ნგრევის პირას მისულ კორპუსში შევიდა, რათა ხალხი გადაერჩინათ.
დილთ სახლში რომ დავბრუნდი, სამი მცირრწლოვანი შვილი მყავს იმ სიხარულს ვუზიარებდი, რაც იმ მომენტში მქონდა. ჩემი თავი წარმოვიდგინე იმ დროს რას ნიშნავს ბავშვის დაკარგვა.
კითხვა: გაგა შენი აზრით თაია რამ გადაარჩინა?
ღმერთმა. 3 წლის ბავშვმა 8 საათი გაძლო", - ამბობს გაგა გიგაშვილი.