მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ჩადის

24.11.26 11:26
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ჩადის

მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა - ინფორმაციას  საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

ცნობისთვის, ვიზიტის წინა დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მლოცველები არ მიუშვეს.