როგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას

24.11.26 12:35
როგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სუროგაციის აკრძავის გადაწყვეტილება "ეთიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე" მიიღეს - დღეს  "ოცების" ლიდერი  ჟურნალისტებთან ამ საკითხზე კომენტირებისას "ქალების ექსპლუატაციაზე" საუბრობდა. 

კობახიძე „პრინციპულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივას.

"მთავარი პრობლემაა ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან“ - თქვა მან. 

სუროგაციასთან სხვასასხვა ტიპის პრობლემაა დაკავშირებული. ზოგადად სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგიცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან. ძალიან მძიმეა თავისი არსით ის მოვლენა, რასაც ქვია სუროგაცია - პირველ რიგში, სწორედ  ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქართულ ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური გარემოებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის სამწუხაროდ, სუროგაციის მთავარი ელემენტი. 

როგორც არ უნდა დაარეგულურო ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სუროგაციის აუცლებელი ელემენტია ქალების ექსპლუატაცია, აქედან გამომდინარე რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაცია რჩება ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ის", - განაცხადა კობახიძემ.

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე - სუროგაციაა პრობლემა და აზარტული თამაშების შემთხვევაში რატომ არ იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება?, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ეს სრულიად სხვადასხვა რამეა".

კობახიძე ირწმუნება, რომ კაზინეობისთვის არაფერი არ გამარტივებულა. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, პირიქით, ჩარჩოებში მოექცა კონკრეტული მიმართულება.

"ოცნების" ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან ამ საკითხზე [კაზინოებზრ] კომუნიკაცია ჰქონდათ - "ამ კუთხით არავითარი პრობლემა არ არის". 

ორი სხვადასხვა რამეა. საქართველოში ერთი რომ კაზინოები მოქმედებს ძალიან ბევრი წელია. ეს არის მათ შორის  ტურიზმის შემადგენელი ნაწილი, ასე განვითარდა ეს სექტორი, შესაბამისად, ერთბაშად რომ შეეხო ამ პრობლემას, ეს გამოიწვევს პრინციპულ პრობლემებს, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონოპმიკისთვსი და ტურიზმისთვის. არაფერს არ ვამარტივებთ, ეს არის ტყუილი. პირიქით ჩარჩოებში მოექცა კონკრეტული მიმართულება. რაც შეეხება საპატრიარქოს, ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთით არავითარი პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა სუროგაციაზეც გვქონდა კომუნიკაცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

ირაკლი კობახიძეს ასევე კითხვა დაუსვეს, მიდიოდა თუ არა კონსულტაციები საპატრიარქოსთან სუროგაციის თემაზე - "ოცნების" ლიდერმა ღიად თქვა, რომ ეკლესიის პოზიცია იყო, სუროგაცია აკრძალულიყო.

მათი პოზიცია იყო , რომ უმჯობესი იყო სუროგაცია აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში სახელმწიფოპ იღებს თავის სუვერენულ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი პროცესია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის მოსმენა. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ. 

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

"ოცნების" გადაწყვეტილებით საპატრიარქო კმაყოფილია 23 ნოემბერს "ოცნების" ინიციატივა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III „დიდი კმაყოფილებით გამოეხმაურა“.