ჩიტებს ფრენა ავიწყდებათ სულ ბოლოს - გიორგი ოკმელაშვილის გზავნილი საქართველოს

24.11.26 21:37
ჩიტებს ფრენა ავიწყდებათ სულ ბოლოს - გიორგი ოკმელაშვილის გზავნილი საქართველოს

ჩიტებს ფრენა ავიწყდებათ სულ ბოლოს, როცა არაფრის თავი აღარ აქვთ - ეს იყო გიორგი ოკმელაშვილის გზავნილი საზოგადოებისთვის.

რეჟისორმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველების არასდროს “დასხდებიან ტოტებზე, რათა არ დაავიწყდეთ ის მთავარი თვისება, რომელიც მხოლოდ ქართველებს აქვთ.

ჩიტებს ფრენა ავიწყდებათ სულ ბოლოს, როცა არაფრის თავი აღარ აქვთ, ტოტიდანაც რომ ვეღარ ხტებიან. მინდა, მქონდეს იმედი, რომ ჩვენ ტოტებზე არასდროს დავსხდებით, რათა არ დაგვავიწყდეს, ის მთავარი თვისება, რაც ჩვენ უნიკალურობას გვაძლევს, ამ ჩვენში ვგულისხმობ ყველა ქართველს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც “ც“ და “ხ“ ერთად შეუძლია თქვას. უცხო ხომ მაგას ნიშნავს, ვისაც “ც“ და “ხ“ ერთად არ აქვს, ის არის ჩვენთვის უცხო, - თქვა მან.

რეჟისორი და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელმა, გიორგი ოკმელაშვილმა  ქსნის საპატიმრო გუშინ, 23 ნოემბერს დატოვა. როგორც მან ციხის დატოვების შემდეგ თქვა, "Rock’n Roll"-ი გრძელდება.

  • ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.