“ძმა მორიგე ყოფილა, გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა“ - ხონში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

25.11.26 10:40
“ძმა მორიგე ყოფილა, გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა“ - ხონში  ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა  - Mega TV-ის ცნობით,  შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა.

 „გიორგობა დღე იყო, ქალი ტაძრიდან ბრუნდებოდა, სახლისკენ მიმავალ გზაზე დიდი პიკაპი დაეჯახა, მძღოლი ნასვამი ყოფილა. მისი ძმა პოლიციელია, იმ ღამეს მორიგე ყოფილა გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა” - განუცხადა Mega TV-ის წყარომ.

 მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.