ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი, ილია ისაევი კლინიკაში გარდაიცვალა - ფაქტი "პირველებს" ექიმმა გუგა ქშიბაძემ დაუდასტურა.
ისაევს სხეულის 87%-იანი დამწვრობა და სასუნთქი გზების მძიმე პრობლემები აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.