თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა
თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა - ინფორმაციას ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
25.11.26 15:00
27 ნოემბერს ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით SOLO Visa ბარათით გადახდისას და შეიძინეთ სასურველი ნივთები Black Friday-ზე
ნოემბრის ბოლო პარასკევს, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ სასურველი ნივთები სპეციალურ ფასად. SOLO Visa-სთან ერთად კი ეს გამოცდილება კიდევ უფრო მეტად დასამახსოვრებელი ხდება.