"რატომ არიან ჩვენი ცხოველები ამ სამარხებში?" - პროტესტი ცხოველთა თავშესაფართან
პროტესტი ცხოველთა თავშესაფართან - თვალჭრელიძის ქუჩაზე მისული უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ კითხვებზე პასუხებს საიდუმლო სამარხების შესახებ და ასევე აინტერესებთ, რატომ მიჰყავთ ღამით, თბილისის ქუჩებიდან ძაღლები.
აქციის მონაწილეებს არ სჯერათ, რომ ცხოველები თავისით იხოცებიან.
ცხოველთა უფლებადამცველებმა 28 ნოემბერს აქციაც დაანონსეს - ისინი კანცელარიასთან 16:30 საათზე, შემდეგ კი 28 ნოემბრის აქციას შეუერთდებიან.
რატომ არიან ჩვენი ცხოველები ამ სამარხებში? ვითხოვთ კითხვებზე პასუხს, რატომ არის ამდენი სამარხი, არის ბევრი ლოკაცია და თითოეულ ლოკაციაზე ათასობით ძაღლი არის ჩაყრილი.
ის რომ ბუნებრივი სიკვდილით არიან ეს ძაღლებიდ ახოცილები არავის გვჯერა, რადგან 9 თვეა ჩვენ უბნებიდან გვეკარგებიან ძაღლებნი, ასევე პატრონიანი ძაღლებიც დაიკარგნენ. რამოდენიმე ძაღლი ამ სამარხებში აღმოვაჩინეთ. ამიტომ გვაქვს კითხვები და ამაზე პასუხები გვჭირდება", -