ვვარაუდობ, რომ იმაზე მეტი მოსთხოვეს ბატონ ზურაბაშვილს ეხლა, ვიდრე ეს მათ ეგონათ - თეონა აქუბარდია
ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებელ, თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ იმაზე მეტი მოსთხოვეს რურულმა მხარემ გიორგი ზურაბაშვილს, ვიდრე ეგონათ.
აქუბარდია მიიჩნევს, რომ მნიშვენლოვანია “როდის იწუწუნა ზურაბაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების შედეგებზე“ და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლავროვის და ბელორუსის საგარეო უწყებებმა თქვეს, რომ ეს დიალოგი იქნება მუდმივი, ახალი ფორმატი და არა პრაღის ფორმატის გაგრძელება.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდის იწუწუნა ზურაბაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების შედეგებზე და ეს არის არა მეორე დღეს ან მესამე, არამედ მას შემდეგ, რაც ჯერ გაყიდეს ეს შეხვედრა გამარჯვებად და გვითხრეს, რომ რაღაც ფანტასტიკურ პრაქტიკულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს, რის შესახებაც არაფერი არ უთქვამს მას და მას შემდეგ, რაც ლავროვის და ბელორუსის საგარეო უწყებებმა თქვეს, რომ ეს დიალოგი იქნება მუდმივი, ახალი ფორმატი და არა პრაღის ფორმატის გაგრძელება და რომ შემდეგი შეხვედრები შესაძლოა იყოს მოსკოვსა და თბილისში. შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ იმაზე მეტი მოსთხოვეს ბატონ ზურაბაშვილს ეხლა, ვიდრე ეს მათ ეგონათ, - აცხადებს აქუბარდია.
მინსკში აცხადებენ, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.