ბავშვი, რომელსაც 2 დღეა ეძებდნენ, ვარკეთილის ხიდებთან იპოვეს - მოზარდი თავს კარგად გრძნობს
ვაზიანიდან გაუჩინარებული 13 წლის ბავშვი 2 დღიანი ძებნის შემდეგ ვარკეთილის ხიდებთან იპოვეს - გიორგი გულორდავა თავს კარგად გრძნობს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი უცნობმა გამვლელმა იცნო და მის ოჯახის წევრებს დაურეკა.
როგორც "პირველებს" მოზარდის ახლობლები და ნათესავები ეუბნებიან, ამ წუთებში ბავშვი ნათლიას მიჰყავს ვაზიანში.
ცნობისთვის, ოჯახის განცხადებით, 13 წლის ბავშვი 2 დღის წინ საღამოს სახლიდან საღამურებით გავიდა.