ცაგერში, სადაც მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, მაშველები შევიდნენ (ფოტო)

26.11.26 15:14
ცაგერში, სადაც მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, მაშველები შევიდნენ (ფოტო)

ცაგერში, სადაც მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, მაშველები შევიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ახლა მიმდებარე სახლებსცლიან. ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ცაგერში მეწყერი ჩამოწვა - სოფელ ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ინფორმაციას და ვიდეოს ადგილიდან "ინფო იმერეთს“ აწვდიან. 

არსებული ინფორმციით, დანგრეული 4 სახლიდან 3 დაკეტილი იყო, ერთადერთი მცხოვრები ქალი კი მიწის მასის ჩამოშლის დროს ექიმთან იმყოფებოდა, რამაც ტრაგედია ააცილა.