„ბეშიქთაში”: ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას

27.11.26 10:17
„ბეშიქთაში”: ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას

„ბეშიქთაში” აქვეყნებს - საფეხბურთო კლუბის მტკიცებით, როდესაც შეიტყვეს, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლაში ხელს უშლიდნენ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ უეფას დელეგატს და უზრუნველყვეს სტადიონის საევაკუაციო ჭიშკრების გახსნა, რამაც გულშემატკივრებს სტადიონზე “სწრაფად და უსაფრთხოდ შესვლის საშუალება მისცა”.

განცხადებაში ასევე საუბარია ქართველი სამართალდამცველებსი მიერ რაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.

“ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ბათუმში გამართული უეფას ევროპის ლიგის მატჩის წინ და მიმდინარეობისას.

ვაცხადებთ, რომ გადაიდგა ნაბიჯები ჩვენს გენერალურ საკონსულოსთან ბათუმში და უეფასთან უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ, რომ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, სანამ თითოეული ჩვენი გულშემატკივარი უსაფრთხოდ არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში.

მადლობას ვუხდით პრეზიდენტს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს, სერდალ ადალის შეხვდა, განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

რა მოხდა ბათუმში:

  • თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
  • პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
  • შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები