უწყვეტი წინააღმდეგობის ორი წელი - თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება
უწყვეტი წინააღმდეგობის ორი წელი - თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე, 19:00 საათზე, შეიკრიბებიან.
მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი თსუ-სთან მივა და მსვლელობას იქიდან მოაწყობს, ნაწილი კი საპროტესტო მარშს ავლაბრის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყებს. მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაიმართება.
დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების 2 წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა.
„ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც 2 წელია არ წყდება.