მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

28.11.26 14:50
მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტ აბრაამს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ.

„ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. იგი 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება“,- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

  • მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამადე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.