ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

29.11.26 11:18
ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების კვარტალში, ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტებს საქართველოს დროშები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების მხარდამჭერი ბანერები ჰქონდათ.

„ევროპა გაიღვიძე, რუსეთი საერთო მტერია“ – ამ გზავნილით აქციის მონაწილეებმა ევროპულ საზოგადოებას მიმართეს.

ემიგრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მადლობა გადაუხადეს მოქალაქეებს, რომლებიც, მათივე თქმით, რეპრესიების მიუხედავად, პროტესტს განაგრძობენ.

 

მსგავსი სიახლეები