არადეკლარირებული თანხა - წითელ ხიდზე 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი გადმოჰქონდათ
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა - 21 680 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს. თანხა აზერბაიჯანის მოქალაქეს გადმოჰქონდა.
"საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი.
აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 915 633 ლარი შეადგინა"- ნათქვამია განცხადებაში.