შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა გარდაბანში - პოლიციამ სამი პირი დააკავა

22.12.21 11:00
შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა გარდაბანში - პოლიციამ სამი პირი დააკავა

37 წლის ფოლად ზაკეტოვის მკვლელობის მცდელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. რუსეთში მცხოვრები ავტოდილერის ჩაცხრილვის საქმეზე ბრალდებულთა ასაკი 28 წელს არ აღემატება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები არიან 1995 წელს დაბადებული ფ.ა., 1998 წელს დაბადებული ე.მ და 2001 წელს დაბადებული ქ.ო. 

დაკავებულთაგან ორს, ფ.ა.-ს და ქ.ო.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვა-ტარებასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო ე.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული.

,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებს, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ნაცნობთან 1984 წელს დაბადებულ რ.ზ.-სთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფ.ა.-მ, რომელიც ქ.ო.-სთან და ე.ა.-სთან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში იმყოფებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რ.ზ.-ს ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ისეთი საშუალებით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, სსკ-ის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება  ფოლად ზაკეტოვს, ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაშია. 37 წლის კაცის მისამართით 20 ტყვია ისროლეს.

"პირველებმა" გაარკვია, რომ სროლისას დაჭრილთან ერთად მისი მეგობარი იმყოფებოდა. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

ოჯახი შეკვეთილილი მკველობის მცდელობაზე საუბრობს. 

მსგავსი სიახლეები