ვითარება სოხუმში - ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიას გადაყენება გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი პროცედურის დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციამ რეზოლუცია გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღო.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნდა გაუქმდეს პრემიერ-მინისტრის პოსტი და მთავრობის წევრები პარლამენტმა დაამტკიცოს.
ასლან ბჟანიამ ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა კან კვარჩიას მეთაურობით, გუშინ ე.წ. პარლამენტში შეჭრა სცადეს და ე.წ. სამთავრობო შენობების ბლოკირება მოახდინეს. ოპოზიციადა პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი.