5 კგ-ზე მეტი "ჰეროინი" და 2 კგ "კოკაინი" - შსს-მ 12 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით, დეკემბრის თვეში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში 12 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და 2 კილოგრამი "კოკაინი" ამოიღეს.
მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.
ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები.