არმატურის საამქროს ჩამონგრევის შედეგად სავარაუდოდ, ერთი ადამიანია გარდაცვლილი - ტრაგედია ხარაგაულში

22.12.21 12:22
 არმატურის საამქროს ჩამონგრევის შედეგად სავარაუდოდ, ერთი ადამიანია გარდაცვლილი - ტრაგედია ხარაგაულში

ტრაგედია ხარაგაულში - თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ვერტყვიჭალაში არმატურის საამქროს ჩამონგრევის შედეგად სავარაუდოდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ლითონის კონსტრუქციის ქვეშ კი რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

შიგნით მოყოლილია ხალხი, როგორც ვიცი, ერთი ადამიანია გარდაცვლილი"- აცხადებს "ტვ პირველთან" თვითმხილველი.

მისი თქმით, ნგრევა სავარაუდოდ, კონსტრუქციების არასწორად დამონტაჟებამ გამოიწვია. 

ადგილობრივების თქმით, მზიდი კონსტრუქცია შუაზე გადატყდა.  საამქრო ჩინურ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები