საქართველოში 1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა. ამ შეზღუდვის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა.
საბჭოს გადაწყევტილება საჯარო სამსახურებს შეეხება.
სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.