საქართველოში "ომიკრონის" 24 შემთხვევა გამოვლინდა

22.12.21 13:02
საქართველოში "ომიკრონის" 24 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ,,ომიკრონის" შტამის უკვე 24 შემთხვევა ფიქსირდება - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, "ომიკრონის" შტამს მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს.

მას შეუძლია, ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის იმ მთავარ რისკს, რაც უკავშირდება ამ შტამს. შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე. ძალიან სწრაფად შეიძლება, მოხდეს გადადება და გამოჩნდეს ნიშნები დაავადების, უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ბავშვებშიც შესაძლებელია მათი გავრცელება. მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის შემთხვევებია უპირატესად ჯერჯერობით, თუმცა აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც.

გვაქვს დადასტურებული 24 შემთხვევა. ყველა არის მსუბუქი მიმდინარეობის. პირველი ორი შემთხვევა რომ გამოცხადდა ორშაბათს, მათი კონტაქტების გამოკვლევა განხორციელდა და ყველას დაუდასტურდა, უმრავლესობა იყო ვაქცინირებული“, - თქვა  თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები