5 ივლისის მოვლენები და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება - "BBC"-მ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა

24.12.21 15:14
5 ივლისის მოვლენები და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება - "BBC"-მ  ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები და ტვ პირველის ტელეოპერატორის, ლექსო ლაქარავას გარდაცვალება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ვრცელი რეპორტაჟი ამჯერად "BBC"-მ მოამაზდა.

 მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია რეპორტაჟში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს აღწერს.

"BBC"-ის ინტერვიუ ლექსო ლაშქარავას მეუღლემაც მისცა.

ლექსოს უყვარდა თავისი სამსახური, უყვარდა შვილთან ერთად ყოფნა. ის არ იყო ნარკომანი. ის იყო ჩეულებრივი ადამიანი. ჩემთვის ლექსოს სიკვდილის მიზეზი არის ის, რაც მოხდა 5 ივლისს, - თქვა უცხოურ მედიასთან ლაშქარავას მეუღლემ.