მიზანმიმართული ნგრევაა სფეროსი, რომელმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანა - "ბასიანის" დამფუძნებელი
კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ტატო გეთიას ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ კლუბი 17 დეკემბერს ჩატარებული კლუბური ღონისძიების გამო დააჯარიმა. გეთიას თქმით, მთავრობა მიზანმიმართულად ებრძვის კლუბებს.
დღევანდელი ღონისძიება ჩატარდა ჩვეულებრივად, თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება ეს არის გასავლელი, აქ იყვნენ იმის საფუძველზე მოსული დასალუქად, რომ თურმე 17-ის ივენთი იყო არალეგალური. ეს არის მიზანმიმართული ნგრევა იმ სფეროსი, რომელმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანა ბოლო წლების მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - ამბობს ტატო გეთია.
კლუბების სექტორის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე ხვალ იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ გუშინ "ბასიანს" 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.