გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - შიდა ქართლში დიდთოვლობაა

25.12.21 15:09
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები -  შიდა ქართლში დიდთოვლობაა

შიდა ქართლში  დიდთოვლობის გამო  ათობით დასახლებული პუნქტი  გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გზებზე გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. გაწმენდითი სამუშაოებიამ დრომდე  არ მიმდინარეობს. ერთადერთი ტრანსპორტი, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოძრაობს ციგაა.

 მოსახლეობა მედიკამენტებისა და საკვების ყიდვას ვერ ახერხებს.განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საოკუპაციო ხაზთან.