"შვილმა შვილი მომიკლა!"- ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედის პირველი კომენტარი
"შვილმა მომიკლა შვილი და შვილიშვილი ერთად! მე გოგას დედა ვარ, მაგრამ ქეთაც ჩემი შვილი იყო" - ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, 22 წლის გოგა გზირისშვილის დედამ პირველი კომენტარი "ნოდარ მელაძის შაბათს" მისცა.
ია ძამაშვილი ყვება, რომ შვილსა და რძალს შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა. ქალის მტკიცებით, მისთვის უცნობია, რატომ ჩაალაგა საბედისწერო ღამეს ქეთა კეპულაძემ ჩემოდანი.
სადაც გინდათ იქ იკითხეთ, თუ გინდათ ქეთის სოფელში იკითხეთ, როგორი ბავშვი იყო. თქვენ თვითონ გამოიძიეთ, რატომ მიდიოდა ჩემი რძალი... ნეტა მართლა წასულიყო. დედამისს ჰკითხეთ რატომ მიდიოდათქო. ჩემთვის მაგ ბავშვს არაფერი უთქვამს"- უთხრა "შაბათის" ეთერს მკვლელობაში ბრალდებულის დედამ.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მიმდინარე წლის, 21 დეკემბერს ერთი შვილთან ერთად, სახლიდან წასასვლელად ემზადებოდა, ნათესავებს წინასწარ უთხრა, რომ "ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა, რადგან გოგა ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული და მასთან ერთად ცხოვრების ყოველი დღეს წინაზე უარის იყო".
გამოძიების ინფორმაციით, ქეთამ წასვლა ვერ მოასწრო. სახლში დაბრუნებულმა ქმარმა მას 30 ჭრილობა დანით ერთი წლის შვილის თვალწინ მიაყენა.
ირკვევა, რომ გოგა გზირისშვილმა 112-ში თავად დარეკა, უთხრა, რომ ორსული ცოლი დანით მოკლა და პოლიციის მისვლა ითხოვა.
გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში მდებარე კორპუსი პოლიციის ალყაში მოექცა. სამართალდამცველები თავიდან შეცდომით მეზობლის ოთახში შევარდნენ, თუმცა ამ დროს გოგა გზირიშვილმა მათ თავად დაუძახა, ის პოლიციას მოკლული ქალის ცხედართან ხელებაწეული ელოდა.
ფეხმძიმე ცოლის მკვლობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას მეუღლე განზრახ არ მოუკლავს.
როგორ ან რის გამო მიაყენა საკუთარ ფეხმძიმე ცოლს 30 ჭრილობა, გოგა გზირიშვილმა ეს სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა.
მოკლული ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული.
ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეშია.
მისია ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი არ იყო. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
თუ დადასტურდა, რომ გოგა გზირიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, შესაძლოა მან წლები ციხის ნაცლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატაროს.
22 წლის ქეთას რამდენიმე დღეში სოფელ ოფშკვითში დაკრძალავენ. მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გისოსებს მიღმა მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ერთადერთ შვლის კი სავარაუდოდ, მათი ნათესავები გაზრდიან.
ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი.