ფარული კადრები სტრიპტიზ კლუბიდან - აღმოჩენილია "ოცნების" დეპუტატის საიდუმლო ბიზნესი

25.12.21 22:33
ფარული კადრები სტრიპტიზ კლუბიდან - აღმოჩენილია "ოცნების" დეპუტატის საიდუმლო ბიზნესი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, რომელსაც სტრიპტიზ-ბარიდან ათასობით ლარი შესდის - აღმოჩენილია დოკუმენტები, რომელიც ადგენს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი ფართს საკუთარი ფართის ქვეშ, აძლევს საეჭვო რეპუტაციის სტრიპტის კლუბებს, სადაც გოგოებს დამატებით მომსახურებაში კოლოსალურ თანხებს პირდებიან. 

თბილისის შუაგულში მდებარე ტერიტორია, სადაც სტრიპტიზ ბარია, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართლი ოცნების" დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს ეკუთვნის, მეორე სართლზე დეპუტატის საცხოვრებელი სახლია, მინუს სართულზე კი ფართს მესამე პირს სტრიპიტს შოუ მოსაყდობად გადასცემს და ამაში დიდი ფულს იღებს.

ირკვევა, ისიც რომ გოგონების ცეკვით თავბრუდახვეულ ტურისტებს, აქ უბრალოდ ძარცვავენ და ცარიელი ჯიბეებით უშვებენ.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად "არტ კაბარეს", კომპანია "ბარი 21" ამუშავეს, რომელიც ამ ფართს პეროვსკაიას ქუჩაზე კომპანია "ლევანიკოსგან" ქირაობს, "ლევანიტას" წილის 100 %-ის  მფლობელი, ქართული ოცნების დეპუტატი ლევან მგალობლიშვილია, ის ამ თვეში კლუბისგან შემოსავლის სახით 7300 ლარს მიიღებს, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რაც კლუბები სრული დატვირთვით ამუშავდება, გოგონების შოუს ბიზნესის მფლობელები "ქართული ოცნების" დეპუტატს თვეში 14000 ლარს გადაუხდიან.

ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ 225 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი სხვას გასართობი ზონის მოსაწყობად გადასცა.

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ლევან მგალობლიშვილი, იხილეთ  თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟში