უბისას მონასტრის კარი მრევლმა აჭედა - პროტესტი იმერეთში
აჭედილი ეკლესიის კარი და მრევლის პროტესტი იმერეთში - მორწმუნეები მონასტრიდან საეჭვო რეპუტაციის მქონე ორი ბერის გაძევებას და ძველი მღვდლების დაბრუნებას ითხოვენ. უბისას მონასტერში დღეს საკვირაო წირვა ვერ ჩატარდა. შეკრებილებმა მღვდლები ეკლესიაში არ შეუშვეს.
მრევლი მეუფე მელქისედეკთან შეხვედრას და ასევე ადგილზე საპატრიარქოს კომისიის ჩასვლას ითხოვს. მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი თბილისში, საპატრიარქოსთან გაგრძელდება.
2014 წლიდან, როდესაც ცრუ ეპისკოპოსი მელქისედეკი მოევლინა ჩვენს ეპარქიას, უამრავი დარღვევების დაფიქსირების შედეგად არა ერთი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ. საკითხები ეხებოდა უმძმეს ლიტურგიკულ დარღვევებს, სხვადასხვა ფინანსურ მძიმე კითხვებს ნიშნებს, რომლებზე პასუხები დღემდე გაუცემელია, ეპარქიის ქონების განიავების საკითხს, მაგრამ ეს ყველაფერი გადაჩრდილა სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ და ხელდასმამ, რაც არის მრევლის აღშფოთების მიზეზი. ვითხოვთ საპატრიარქოს კომისიის ჩამობრძანებას და ადგილზე სიტუაციის შესწავლას, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.