ღამის კლუბებში შესვლა შესაძლოა, გამკაცრებული კორონასაშვით მოხდეს
ღამის კლუბები და მთავრობა ვერ თანხმდება. ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა რეგულაციების დაცვით არის შესაძლებელი გასართობი ობიექტების გახსნა. მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება. გამორიცხული არ არის ძალაში გამკაცრებული კორონასაშვი შევიდეს. არსებული ინფორმაციით, კლუბში შესვლამდე პისიარი ტესტის წარდგენა იქნება საჭირო.
რაც შეეხება შრომის ინსპექციის მიერ კლუბებისთვის დაწესებულ ჯარიმებს, შეთანხმების შემთხვევაში აღნიშნული სანქციები განულდება.