ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ - მეუფე მელქისედეკი მრევლის პროტესტზე

26.12.21 13:30
ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ - მეუფე მელქისედეკი მრევლის პროტესტზე

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ხელმძღვანელი გაფიცულ მრევლს არ შეხვდება. სასულიერო პირი აცხადებს, რომ ოპერაცია გაიკეთა და გარეთ გასვლა არ შეუძლია.

მეუფე მელქისედეკი მრევლის პროტესტს მართულ პროცესს უწოდებს და ირქმუნება, რომ მის მონასტერში მხოლოდ ღირსეული ბერები მსახურობენ.

ის, რომ მე მათ არ ვესაუბრები, ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ მე გასულ კვირას დავიბარე ყველა, ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდოდა. ვინც იქ სიუჟეტში იყო, არცერთი ადამიანი იქ არ იყო მოსული. მაგალითად, ერთი აკეთებდა კომენტარს, ბატონი კონსტანტინე ქათამაძე, ის არ გახლავთ უბისის მრევლი, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მოვითხოვ საპატრიარქოდან შეიქმნას კომისია და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რაშია საქმე. 20 იყო ახალი საულიერო პირი მანდ. იყო რაღაცა ერთზე და ის განრიდებული იყო მონასტრიდან, - თქვა მეუფე მელქისედეკმა. 

იმერეთში მრევლმა უბისის მონასტრის კარი აჭედა და მღვდლებს საკვირაო წირვის ჩატარების საშუალება არ მისცა. მორმწუნეები მონასტრიდან ორი ბერის გაძევებას და ძველი მღვდლების დაბრუნებას ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები