ბათუმის სახალწლო კონცერტზე ყველაზე დიდ ჰონორარს მომღერალი ირაკლი ფორცხალავა აიღებს - "ფლანგვის დეტექტორი"

27.12.21 10:20
ბათუმის სახალწლო კონცერტზე ყველაზე დიდ ჰონორარს   მომღერალი ირაკლი ფორცხალავა აიღებს - "ფლანგვის დეტექტორი"

ბათუმის მერიას საახალწლო ღონისძიების გამართვა 328.035 ლარი უჯდება. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მედიაპროექტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველზე დიდ ჰონორარს გამომსვლელებიდან რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მიიღებს. მისი ანაზღაურება 14 ათასი ლარით განისაზღვრა.

სწორედ ირაკლი ფირცხალავა იდგა თვილისში 5 დეკემბერს გამართული ანტივაქსერების აქციის სათავეში. 

ბათუმის მერია ევროპის მოედანზე 328,035 ლარად საახალწლო ღონისძიებებს მართავს, რაშიც 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უწყვეტი კონცერტები და 31 დეკემბრის “გალა კონცერტი” შედის.
 ყველაზე დიდ ჰონორარს რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მიიღებს, რომელიც 5 დეკემბერს თბილისში ანტივაქსერების მიერ გამართული აქციის სათავეში იდგა.
 უწყვეტი კონცერტები პანდემიისა და კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების პირობებში იმართება, რა გარემოებების გამოც მწვანე პასპორტების სისტემის პირველად შემომღებ ღამის კლუბებს გახსნის უფლება არ მისცეს. 
Საახალწლო ღონისძიებებს ორგანიზებას უწევს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრი, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტიდან 3.6 მილიონი ლარით დაფინანსდა, საიდანაც 2.4 მილიონი მხოლოდ ხელფასებისთვისაა,
- წერს "ფლანგვის დეტექტორი". 

მსგავსი სიახლეები