ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი - სისხლიანი დაპირისპირება გორში

27.12.21 11:10
ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი - სისხლიანი დაპირისპირება გორში

სისხლიანი დაპრისპირება გორში მკვლელობით დასრულდა. კომბინატის დასახლებაში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით სადარბაზოსთან მოკლა. "პირველების" ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. უმძიმესი დანაშაული გამთენიისას მოხდა, დაჭრილი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის დეტალებს "პირველები" ამ წუთებში არკვევს.