თავდასხმა ოპოზიციაზე - ნიღბიანებმა "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი სასტიკად სცემეს

27.12.21 11:03
თავდასხმა ოპოზიციაზე - ნიღბიანებმა  "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი სასტიკად სცემეს

 "გირჩი - მეტი თავისუფლების" რეგიონალურ ლიდერს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გოგიტა რობიტაშვილს ოთხი ნიღბიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ის ჯერ უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი უგონო მდგომარებაში დატოვეს და ადგილიდან მიიმალნენ. 

რობიტაშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, პრემიერის სამშობლოში, დედოფლისწყაროში ოპოზიციონერი აზრის ქონა აკრძალულია და ისჯება ყველა, ვინც მთავრობის საწინააღმდეგოს იტყვის. დაზარალებული ამბობს, რომ თავდასხმის უკან ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები, კერძოდ კი, მამა - ტარიელ ღარიბაშვილი და დეიდაშვილი ზურაბ გონაშვილი დგანან. 

ორი ადამიანი იყო, ერთი წინ იყო, ერთი უკან. მოდიოდნენ ჩემსკენ, ვიფიქრე დასალაპარაკელად. გავჩერდი ად უკნიდან ამ დროს ბლაგვი რაღაცა მომხვდა, რამაც გამთიშა. მოძრაობის თავი არ მქონდა. ერთი იმას ვგრძნობდი, რომ მირტყამდნენ სახის მიდაომოებში და ხელებშიც. არ მასვენებენ, ძირითადი კონკურენტი ალბათ "ნაციონალების" შემდეგ მე ვარ და ეს არის სასჯელი. ვისჯები სიმართლის გამო. ვიცი, რომ არის ტარიელი, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ვიცი, რო არის მისი დეიდაშვილი ზურა. ერთამნეთს უდგანან გვერდში ამ საქმეში რასაც ჰქვია. ტოტალური დაპყრობაა მტელი  დედოფლისწყაროსი, - ამბობს დაზარალებული. 

გოგიტა რობიტაშვილი  20212 წლის შემდეგ თავდასხმის მსხვერპლი არა ერთხელ გამხდარა. ის ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამსახურიდან სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მამის განკარგულებით გაათავისუფლეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასზე ზეწოლა და თავდასხმები, რათა ოპოზიციურ საქმიანობას თავი დაანებოს. 

დამნაშავეები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. დაშავებული ოპოზიცინერი თავდამსხმელების უმკაცრესად  დასჯას ითხოვს.