მკვლელობა გორში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
გორში მომხდარი მკვლლობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1967 წელს დაბადებული ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ გ.ძ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.