"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი" - აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

27.12.21 13:47
"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი" -  აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა. ჭელიძე ამბობს, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. მისი თქმით, მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად",- განაცხადა ჭელიძემ.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. 

ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შევატყობინე"- თქვა კავილაძემ. 

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელის მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში  დააკავეს. 

კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა.