მორიგი გატაცება ოკუპანტების მიერ - სუსი ინფორმაციას 11 დღე მალავდა

27.12.21 15:23
მორიგი გატაცება ოკუპანტების მიერ - სუსი ინფორმაციას 11 დღე მალავდა

სოფელ ავლევის მკვიდრი ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 16 დეკემბერს გაიტაცეს, თუმცა ინფორმაციას სუსი 11 დღის განმავლობაში მალავდა. ფაქტის შესახებ უწყებამ მხოლოდ დღეს განაცხადა. 

ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო სასამართლომ გატაცებულებს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცები სოფელ ლოპანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხის მოსაჭრელად იმყოპფებოდნენ, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიიდან გაიტაცეს.