ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ორივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

27.12.21 15:19
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ორივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა. ჭელიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. მისი განცხადებით, მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. 

ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შევატყობინე"- თქვა კავილაძემ. 

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან აღიარება არა გულწრფელობას, არამედ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება. 

ტვ პირველი დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მკვლელობის მოტივის დადგენისა და შესაძლო დამკვეთების გამოვლენის მიზნით, რაზეც გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ გამოძიება დამატებითი გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რას გვეტყვის ბრალდებული მოტივის, მიზეზის, მიზნის შესახებ. ძირითადი საქმიდან, რომელიც კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს შეეხება, გამოიყო საქმე, რომელიც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას და დამალვას. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დამატებით გარემოებებს დაადგენს",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები