ყველაზე გაბედული რეპორტაჟი - ევროპის ფონდის პრიზი "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს გადაეცა

27.12.21 15:38
ყველაზე გაბედული რეპორტაჟი - ევროპის ფონდის პრიზი "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს გადაეცა

ევროპის ფონდის პრიზი - ყველაზე გაბედული რეპორტაჟისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს გადაეცა, ჟურნალისტური გამოძიებისთვის “ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის უკანონო ბრძანებები”.

ჩიხლაძის ნამუშევარი და მისი სიმტკიცე მიუხედავად არსებული საფრხისა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აყენებს ზოგიერთი ჟურნალისტი საზოგადოებრივ საქმიანობას პირად უსაფრთხოებაზე მაღლა“, - აღნიშნა კონკურსის ჟიურის წევრმა მარკ ჰორვიტიმა. 

ნახეთ "შაბათის ეთერის" რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება: 

 

 

 

მიმდინარე წლის 6 მარტს, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში სკანდალური აუდიო-ჩანაწერი გავრცელდა. მაკა ჩიხლაძე სიუჟეტში მოგვითხრობდა ოლიგარქის ვაჟის, ბერა ივანიშვილის, პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მიერ მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვნების, დატერორების შესახებ.

“ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან გაირკვა, რომ ჩანაწერის ფიგურანტები სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის მისამართით უარყოფითი კომენატრებსი ავტორების დასჯას ახორციელებდნენ. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ დღის სინათლეზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კამერების წინ ამბობდნენ, რომ ბერა ივანიშვილის კტიტიკის გამო, მუქარის მსხვერპლები ისინიც გამხდარან. 

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, რეპორტაჟის ავტორისა და გადაცემის წამყვანის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა დაიწყო გამოძიებაც.