ახლოდან ესროლა - მოკლული ბადრი თუთბერიძის ოჯახი პოლიციელის დასჯას ითხოვს

01.03.21 14:14
ახლოდან ესროლა - მოკლული ბადრი თუთბერიძის ოჯახი  პოლიციელის დასჯას ითხოვს

ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს მოკლული პირის ოჯახი იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვის ტყვიასაც ბადრი თუთბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუთბერიძეები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიციელმა მას დამიზნებით, გაუფრთხილებლად ესროლა.

 ახლოდან ესროლა, არავის გაუფრთხილებია, - აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი.

საქმეს სახელმწიფო ინპექტორის სამსახური იძიებს, თუმცა ოჯახის წევრები ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.

ზუგდიდში პოლიციამ 24 წლის ბადრი თუთბერიძე სპეცოპერაციის დროს მოკლა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ოქროს ბირჟიდან ძვირფასეულობის გატაცების შემდეგ დაედევნენ.

მსგავსი სიახლეები