ხანძარი სამგორში - ცეცხლი ბენზინის გადამზიდ ვაგონს გაუჩნდა

01.03.21 14:55
ხანძარი სამგორში - ცეცხლი ბენზინის გადამზიდ ვაგონს გაუჩნდა

სამგორში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ბენზინის გადამზიდ ვაგონს უკიდია.  ძლიერი დაკვამლიანების გამო, ხილვადობა გართულებულია სამგორის ბაზრობის მთელ პერიმეტრზე. უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორიიდან დასაქმებულები გაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო-სახანძრო სამსახურია მობილიზებული, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცეცხლის უვარგის ვაგონს მოეკიდა, რომელშიც მცირე რაოდენობის მაზუთი იყო ჩარჩენილი.