31 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი სასწრაფოს დაგვიანება იყო - მოკლულის ოჯახის ბრალდება

08.01.22 11:18
31 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი სასწრაფოს დაგვიანება იყო  - მოკლულის ოჯახის ბრალდება

ქართლში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ტყუპი ძმის, ვანო კუცარაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ საათზე მეტი დააგვიანა, რაც 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 

იმ წუთში დავრეკე სასწრაფოში. თან ვუთხარი, რომ აჩქარებულიყვნენ 31 წლის ბიჭია დაჭრილითქო,კაი ხნის მერე მოვიდა, სასწრაფომდე პოლიცია მოვიდა", - ამბობს ოჯახის წევრი.

სასწრაფო დახმარების სამსახური ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს. დაზარალებული ოჯახი არ გამორიცხავს, რომ უწყებას სასამართლოში უჩივლოს.

შემთხვევა შიდა ქართლში,ახალსოფელში 2 იანვარს მოხდა. 31 წლის ვანო კუცარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს   სამზარეულოს დანით 10-მდე ჭრილობა  მიაყენა.

დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრაზე დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული ძმა დაკავებულია და მას დანაშაულის  დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები