პროდუქტები ისევ გაძვირდა - ეკონომისტების პროგნოზით, ფასების შემცირება მოსალოდნელი არაა
პროდუქტებზე ფასები კვლავ გაიზარდა. 1 კილოგრამი "ბათუმელა" ლობიოს ფასი 10 ლარიდან 13 ლარამდე გაიზარდა, კომბოსტო კი 3 ლარი ღირს. ფასბეი ასევე გაზრდილია სხვა საკვებ პროდუქტებზეც. ინფლაციის გაუარესებას პროგნოზირებენ ეკონომისტები.
ეკონომისტის, გიგა ბედინეიშვილის პროგნოზით, პროდუქტები, რომელიც გაძვირდა აღარ გაიაფდება.
ინფლაცია, რომ არის მაღალი ეს ნიშნავს, რომ ფასები იზრდება სწრაფად. ფასების ზრდა გაგრძელდება მინიმუმ ზამთრის თვეებში და ალბათ გაზაფხულზეც, გაზაფხულის ბოლოს ინფლაცია შემცირდება ოღონდ არ ნიშნავს იმას რომ ფასები გაიაფდება. ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არსი არცერთ შემთხვევაში", - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.
ეკონომისტების თქმით, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი ინფლაციაა. გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ლარის სტაბილურობა ფასებს არ დაარეგულირებს.
გვაქვს წლების განმავლობაში სუსტი ლარი, რამდენიმე თვის განმავლობაში სტაბილური რომ არის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში განახევრდა ლარის ღირებულება და შესაბამისად ეს ინფლაციურია.როცა ფასები აიწევს, მერე ქვევით არ ჩამოდის ხოლმე", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ გაზრდილი ფასების გამო ბაზარში ხალხი აღარ დადის, რის გამოც მოვაჭრეებს დღიურად ადგილის ქირის გადახდაც უჭირთ.