რატომ არ შემოდის ქვეყანაში კოვიდვაქცინა?

01.03.21 15:26
რატომ არ შემოდის ქვეყანაში კოვიდვაქცინა?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, ვაქცინისთვის საჭირო თანხა ჯერ გადარიცხული არ არის. თებერვლის შუა რიცხვებში სამინისტროს დაუკავშირდა  ,,ფაიზერის" მწარმოებელი კომპანია და საქართველოს მხრიდან დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა, საქმე ეხება პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას. სამინისტრო ელოდება სატელეფონო ზარს ვაქცინის მწარმოებელი კომპანიისგან, რომ თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ამის შემდეგ დადგება თანხის გადარიცხვის საკითხიც.

ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედებაში ადანაშაულებენ და აღნისნავენ, რომ ვაქცინის შემოტანა საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აწყობს და ვაქცინის შემოტანას აჭიანურებს.