კოვიდის ახალგაზრდა მსხვერპლი - ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა
ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი დავით პაპასკირი კორონავირუსით გარდაიცვალა. პაპასკირი 23 წლის იყო და მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. ღუდუშაურის კლინიკური დირექტორის თქმით, პაპასკირს კორონავირუსი 1 თვის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და პნევმონია განუვითარდა. ექიმებმა 23 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, მას დელტა შტამის მუტაცია ჰქონდა. თანამშრომლების თქმით, 23 წლის ბიჭის გარდაცვალება მოულოდნელი იყო, რადგან მას ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ ჰქონია.
პაპასკირი კლინიკის აიტი სამსახურში მუშაობდა.