"თვითონ გაზარდე და მოუარე, მოგსტ...ათ ტვინი ორივეს" - სკანდალური ჩანაწერი ბასილაშვილის საქმიდან
"ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - "ტვ პირველის" მაყურებელი დღეს პირველად მოისმენს სატელეფონო ჩანაწერებს, საიდანაც დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ნეკა დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
ირკვევა, რომ ფინანსური საკითხები ნიკა ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილის შორის დავის საგანი თანაცხოვრების პერიოდშიც იყო.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ერთ-ერთი აუდიო ფაილი იმ უამრვი ჩანაწერიდან, რომელიც სასამართლოში მხარეებმა წარადგინეს - ამ აუდიო ფაილში ნიკა ბასილაშვლი ცოლს 250 დოლარის უკან დაბრუნებას სთხოვს, რომელიც სოციალური ქსელში რეკლამისთვის დახარჯა.
„ღირსება დიდი ხანია დაკარგული გაქვს, ჩემი კარტიდან დაასპონსორე სურათი 500 დოლარით...“ - ეუბნება ჩანაწერის მიხედვით პირველი ჩოგანი ნეკა დოროყაშვილს.
აუდიოჩანაწერი, ცნობილი ჩოგბურთელის მხრიდან მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ფაქტს შეიცავს, არის დამამცირებელი მობყრობაც. ჩანს, რომ ნელი დოროყაშვილს მეუღლე მუშაოაბის უფლებას უზღუდავს.
„შენნაირი მოტყლარჭული ქალი რა მოდელობას აპირებ, არ ვიცი...“- ისმის ჩანაწერში.
მძიმე მოსასმენია კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც სავარაუდოდ ალიმენტს შეეხება:
"შენ თვითონ გაზარდე და მოუარე, მოგსტ...ათ ტვინი ორივეს".
ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. საქმის მოწმეები, მათ შორის ექსპერტი ადასტურებს, რომ ნეკა დოროყაშვილი ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული აუდიოფაილიდან რჩება განცდა, რომ ნელი დოროყაშვილი მეუღლესთან დაძაბული საუბრის შემდეგ ტირის.
საზოგადოებისთვის ცნობილია, ავჭალაში მდებარე ბასილაშვილების სახლში 2020 წლის მაისში მონხდარი ინცინდენტის შესახებ. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ამ დღეს მიაკითხა დედამ შვილს. არსებული ინფორმაციით, ნეკა შვილთან ერთად იყო, როცა ყოფილმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ყოფილმა მამამთილმა კი სიტყვიერი და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.
შაბათის ეთერმა შეძლო და ინტერვიუ ჩაწერა ბასილაშვილის და დოროყაშვილის ოჯახის ახლობელთან რომელმაც მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველი რამდენჯერმე იყო და ფაქტებს აღწერს.
ნახეთ ნატალია ქაჯაიას ჟურნალისტური გამოძიება.